1.პროექტის სახელწოდება: რას გვიამბობენ გაცრეცილი ფურცლები
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლარული მემკვიდრეობის გაცნობა.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან გამოჩენილ პიროვნებათა პირად წერილებს. აღმოაჩენენ, რომ, მართალია, ეს ეპისტოლეები ლიტერატურული ცხოვრების მიღმა დარჩნენ, მაგრამ თავისდაუნებურად გამოხატეს ეპოქის სახე და ადამიანთა ცხოვრების იმპულსები. იგრძნობენ, რაოდენ დიდია ამ წერილების ემოციური ზეგავლენა. პირად წერილებში ხომ ადამიანთა ურთიერთობის რთული მხარეები იხსნება. ეპისტოლეები, რომელთაც თავის დროზე კონკრეტული ადრესატები ჰყავდათ, დღეს ჩვენ ზოგადსაკაცობრიო იდეალებსა და ადამიანთა ურთიერთობის ისტორიაზე გვესაუბრებიან, გვაფიქრებენ, გვმოძღვრავენ.
4.პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მოიძიონ ახალი და მათთვის საინტერესო მასალა, განუვითარონ შემოქმედებითი აზროვნება, წარმოსახვის უნარი, ემოციური სფერო, ჩამოუყალიბოს გემოვნება, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები.
5. მონაწილეთა ასაკი: 14 -17 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა. 6 თვე
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძისა და იოჰან ვოლფანგ გოეთეს პირადი წერილების წაკითხვისა და განხილვის შემდეგ მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს, უფრო ახლოს გაეცნონ XIX-XX საუკუნეების მწერალთა ეპისტოლარულ მემკვიდრეობას. ჯგუფებად დაყოფის შემდეგ მოსწავლეები ინტერნეტისა და სხვადასხვა გამოცემის საშუალებით მოიპოვებენ ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, გრ. რობაქიძის, გალაკტიონის, ტ. გრანელის, ლ. ასათიანის პირად წერილებს. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართავენ გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს, რომელშიც უამრავი წერილი და ფოტოა დაცული. მოპოვებული მასალის დახარისხების შემდეგ მოსწავლეთა ერთი ჯგუფი ქმნის სცენარს სპექტაკლისათვის - ,,რას გვიამბობენ გაცრეცილი ფურცლები"; ნაწილდება როლები (სპექტაკლში წარმოდგენილი იქნება ფრაგმენტები წერილებიდან ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე). მეორე ჯგუფი მუსიკალურად აფორმებს წარმოდგენას, მესამე ჯგუფი არჩევს და ქმნის თეატრალურ კოსტიუმებს, დეკორაციებს, აფორმებს სცენას. მეოთხე ჯგუფი ამზადებს თეატრალურ აფიშას და მოსაწვევ ბარათებს. პრემიერა შედგება სკოლის სააქტო დარბაზში.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, რუსული ენა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ისტორია, ხელოვნება, მუსიკა, ისტ.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ეკა მდივანი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ekamdivani5@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:ekamdivani.blogspot.com
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლარული მემკვიდრეობის გაცნობა.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან გამოჩენილ პიროვნებათა პირად წერილებს. აღმოაჩენენ, რომ, მართალია, ეს ეპისტოლეები ლიტერატურული ცხოვრების მიღმა დარჩნენ, მაგრამ თავისდაუნებურად გამოხატეს ეპოქის სახე და ადამიანთა ცხოვრების იმპულსები. იგრძნობენ, რაოდენ დიდია ამ წერილების ემოციური ზეგავლენა. პირად წერილებში ხომ ადამიანთა ურთიერთობის რთული მხარეები იხსნება. ეპისტოლეები, რომელთაც თავის დროზე კონკრეტული ადრესატები ჰყავდათ, დღეს ჩვენ ზოგადსაკაცობრიო იდეალებსა და ადამიანთა ურთიერთობის ისტორიაზე გვესაუბრებიან, გვაფიქრებენ, გვმოძღვრავენ.
4.პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მოიძიონ ახალი და მათთვის საინტერესო მასალა, განუვითარონ შემოქმედებითი აზროვნება, წარმოსახვის უნარი, ემოციური სფერო, ჩამოუყალიბოს გემოვნება, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები.
5. მონაწილეთა ასაკი: 14 -17 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა. 6 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ინფორმაციის მოძებნის, დამუშავების და დახარისხების ჩვევის გამომუშაობა; სხვადასხვა სფეროში მოპოვებული ცოდნის ინტეგრირების უნარის გამომუშავება; გუნდური მუშაობის ჩვევის შეძენა და ჩატარებული სამუშაოს საჯაროდ წარმოდგენის უნარის ჩამოყალიბება (სპექტაკლი ,,რას გვეუბნებიან გაცრეცილი ფურცლები")
8.პროექტისათვის საჭირო ძირითდი რესურსები: წიგნები, ინტერნეტი, თეატრალური რეკვიზიტები;9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძისა და იოჰან ვოლფანგ გოეთეს პირადი წერილების წაკითხვისა და განხილვის შემდეგ მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს, უფრო ახლოს გაეცნონ XIX-XX საუკუნეების მწერალთა ეპისტოლარულ მემკვიდრეობას. ჯგუფებად დაყოფის შემდეგ მოსწავლეები ინტერნეტისა და სხვადასხვა გამოცემის საშუალებით მოიპოვებენ ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, გრ. რობაქიძის, გალაკტიონის, ტ. გრანელის, ლ. ასათიანის პირად წერილებს. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართავენ გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს, რომელშიც უამრავი წერილი და ფოტოა დაცული. მოპოვებული მასალის დახარისხების შემდეგ მოსწავლეთა ერთი ჯგუფი ქმნის სცენარს სპექტაკლისათვის - ,,რას გვიამბობენ გაცრეცილი ფურცლები"; ნაწილდება როლები (სპექტაკლში წარმოდგენილი იქნება ფრაგმენტები წერილებიდან ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე). მეორე ჯგუფი მუსიკალურად აფორმებს წარმოდგენას, მესამე ჯგუფი არჩევს და ქმნის თეატრალურ კოსტიუმებს, დეკორაციებს, აფორმებს სცენას. მეოთხე ჯგუფი ამზადებს თეატრალურ აფიშას და მოსაწვევ ბარათებს. პრემიერა შედგება სკოლის სააქტო დარბაზში.